უჩამბის მოსახლეობა 4 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე ფერდსამაგრი სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით, არასათანადოდ შესრულებულმა სამუშაოებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია და ნაპრალები გააჩინა. აღნიშნული გაბიონის მშენებლობისათვის აჭარის საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯა.