ბათუმში შუახნის მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი უსახლკაროა, ის თავს ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფარეხს აფარებდა.
დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას გულმკერდის არეში მსუბუქი ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.