მჭედლიძე ბათუმის დინამოშია

13 თებერვალი 2021, 12:05 749 ნახვა

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე კარიერას ‘’დინამო’’ ბათუმში გააგრძელებს. 30 წლის ფორვარდი ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, რომელიც 2019 წლის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

ლევან მჭედლიძეს კარიერის უდიდესი ნაწილი ემპოლიში აქვს გატარებული, რომლის რიგებში სერია A-ში 75 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მჭედლიძე ‘’დინამო’’ ბათუმისთვის რიგით მე-12 შენაძენია, ის დღეს თურქეთში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში