მზადება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის

13 თებერვალი 2021, 12:07 699 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წინამოსამზადებელ სწავლებას გადის. მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ათეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება მე-13 ბატალიონის ბაზის საწვრთნელ ტერიტორიაზე ჩაატარა.

ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. სიტუაციური სწავლება მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებასა და მავთულხლართიანი დაბრკოლების გარღვევას ითვალისწინებდა. სწავლების მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი