მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება. მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება უკვე ჩატარდა 186 -ე საჯარო მეგა-სკოლაში, სადაც მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს პსრ ტესტირება ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.
აქტიურად მიმდინარეობს ყველა სკოლის მასწავლებლისა და ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო პსრ ტესტირება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ე. წ. სწრაფი ტესტით შემოწმება. ტესტირება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს.