როგორც ნიკა მელია აცხადებს, ის არის პირველი ბრალდებული, რომელსაც გირაოსთან ერთად, სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაეკისრა. მისი მტკიცებით, გირაო გადახდილი აქვს და ისევ სთხოვენ.
მან პროკურატურის განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, პროკურატურა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს.