ნიკა მელიას ბრიფინგი

12 თებერვალი 2021, 18:09 857 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. ის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ დაემორჩილება.  

"ვადა ამოიწურა, მე უკანონო, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი, იმიტომ, რომ როგორც არასოდეს, ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან ერთად და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად და ჩემი გასამართლებით თქვენ ნიკა მელიას კი არ ასამართლებთ,  თქვენ თავისუფლების იდეას ასამართლებთ. იმ ადამიანებს ასამართლებთ, ვინც გაბედა და 20 ივნისს გამოვიდა და გითხრათ, რომ რატომ ჩასვით მტერი სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს არის მთავარი  სათქმელი, რაც მინდოდა მეთქვა. არასოდეს ისე ამაყი არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმიტომ, რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია, რომ ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, იმიტომ, რომ ჩემს უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული", - აცხადებს მელია.

ნიკა მელიას დღეს გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა, პროკურატურამ პარლამენტს მისი მანდატის შეჩერების მოთხოვნით მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი