ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურისთვის მზადაა. ბიულეტენები და ყველა საჭირო ინვენტარი უბნებზე დღის განმავლობაში დარიგდება. 71-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 48 უბანია, რეგისტრირებული ამომრჩეველი კი 49 ათას 324. საუბნო კომისიებიდან ყველა წარმომადგენელი გაიწვი პარტია “ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობამ”, ხოლო 12 წევრი “-თავისუფალმა დემოკრატებმა”. ვაკანსიები საოლქო კომისიამ კონკურსის წესით შეავსო. 71-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის საქართველოს პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” -ჯანო ჯინჭარაძე, ხოლო “ქართული ოცნებიდან” კობა ნაკაიძე იბრძოლებენ. აჭარის უმაღლეს საბჭოში დეპუტატის მანდატის მოპოვებას კი ქართული ოცნებიდან -გიორგი რომანაძე, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან მამული სურმანიძე შეეცდებიან.