გააჩერეთ - აქციის მონაწილე ამბასადორის სამშენებლო ღობეზე გადავიდა და მშენებლობის შეჩერება მოითხოვა

12 თებერვალი 2021, 17:37 1567 ნახვა

ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სამშენებლო ღობის მორღვევა სცადეს. 

ერთ-ერთი მათგანი ღობეზე გადავიდა. ჰაერი, ბულვარი, სიმწვანე - სკანდირებდა მოქალაქე.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილე და ასევე სამართალდამცველები. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა. 

პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებდა, მოქალაქეები კი სთხოვდნენ, რომ მშენებლობა შეეჩერებინათ და გამოხატვის თავისუფლება არ შეეზღუდათ.

ბულვარში აქცია 16:00 საათზე დაიწყო.  მოქალაქეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყდეს ბულვარის ''ჩაბეტონება'' და განვითარების გეგმის მომზადებამდე კულტურული ძეგლის ტერიტორიის ფარგლებში, მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული საბჭოს უმრავლესობა თანახმაა კომპანია „ამბასადორი ბათუმმა“ ძველ ბულვარში დაწყებული მშენებლობა 16 სართულამდე გაზარდოს. 

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში