უმაღლეს დაწესებულებებში სტუდენტების მიერ პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნის უფლების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დარეგისტრირდა. საკონსტიტუციო ცვლილებები სტუდენტურმა კოალიცია „პროგრესის ცენტრმა” მოითხოვა, რომელშიც 200-მდე სტუდენტია გაერთიანებული.
მოსარჩელეების განმარტებით, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური დისკუსიების მოწყობის საშუალება.