ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა - პრემიერი მელიაზე

12 თებერვალი 2021, 14:18 1089 ნახვა

"ჩემთვის ეს არის უბრალოდ იაფფასიანი აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით, ქულების დაწერის მცდელობა" - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარის  განცხადებას. ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.  

''ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. ეს არის სამართალდამცავი სისტემის, ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, აქაც არჩევანი არის კონკრეტული ადამიანის მხარეს. მას შეუძლია გადადგას ნაბიჯი ერთი მიმართულებით, შეუძლია გააგრძელოს პოლიტიკური ხულიგნობა. ეს მისი არჩევანია. რა შუაშია აქ ,,ქართული ოცნება'', პროკურატურა.  არის უბრალოდ აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია გირაოს სახით ადამიანი დატოვოს გარეთ და გააგრძელოს ნორმალური ცხოვრება. 

ჩემთვის ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა. არასერიოზულია ეს ყველაფერი'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი