13-14 თებერვალს საქართველოში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვა.
ხვალ და ზეგ ამინდი შეიცვლება აჭარაშიც, სანაპირო ზოლში იწვიმებს, მთაში მოსალოდნელია თოვა. ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.