გიორგი შერმადინი ესპანეთის თასის ფინალშია

12 თებერვალი 2021, 11:50 798 ნახვა

მადრიდში ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი კალათბურთელის თად მაკფადენის „ბურგოსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე  87-76  დაამარცხეს.  შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 23 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. რაც შეეხება თად მაკდაფენს 27 წუთში 9 ქულა გამოიმუშავა.  შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი გასულ დღეს  ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის  საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში