სინოდმა დავით გარეჯი და ვაქცინა განიხილა

11 თებერვალი 2021, 20:10 1096 ნახვა

წმინდა სინოდის 2 საათიანი სხდომაზე მღვდელმთავრებმა დაახლოებით 10 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის 2 მთავარი, ვაქცინაცია და დავით გარეჯი იყო, ამ შემთხვევაში რეკომენდაციის სახით დაადგინეს, რომ საზღვრების გავლების დროს მხარეებმა უნდა ისარგებლონ 1937-1938 წლების რუკებით, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნის დავით გარეჯის სრული სამონასტრო კომპლექსი.

განიხილეს სხვადასხვა დროს სინოდის წევრებისა და პატრიარქის მისამართით გაკეთებული განცხადებები, ასევე მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც მეუფე პეტრეს საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს და სწორედ ამის შემდეგ უკვე საკითხს კვლავ სინოდი განიხილავს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი