2002 ლარი საცალფეხო ხიდის რეაბილიტაციისთვის 

11 თებერვალი 2021, 15:37 1720 ნახვა

საცალფეხო ხიდი შარაბიძეებში, რომლის რეაბილიტაციისთვის ხელვაჩაურის მერიამ 2002 ლარი დახარჯა. უწყების ინფორმაციით, ე.წ. ტალახისპირთან დამაკავშირებელი ხიდი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე გარემონტდა. მერიის კომუნალურმა სამსახურმა სოციალურ ქსელში სამუშაოების დასრულების ამსახველი ფოტომასალაც განათავსა, რომელშიც რკინის საფეხმავლო ხიდს მოაჯირი არ აქვს.  თუმცა დღეს ხიდზე მოაჯირი დაგვხვდა.განცხადება გააკეთა ადგილზე  ნაციონალური მოძრაობის წევრმა და ჯუმბერ ვარდმანიძე მოსახლეობის  დაცინვაში დაადანაშაულა.  მერი ოპონენტს ტაკიმასხარას უწოდებს და განმარტავს, რომ ფოტო მასალა სოციალურ ქსელში სამუშაოების დასრულებამდე არ უნდა უნდა გავრცელებულიყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი