შეხვედრა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელებთან

11 თებერვალი 2021, 11:46 806 ნახვა
00:00
00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელ გუნდს შეხვდა. ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში ბოლო დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს სისტემაში შემავალ სააგენტოებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც, რომლებიც მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, მსუბუქი მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. ხაზი გაესვა პოსტ პანდემიურ პერიოდში ტურიზმის ხელშეწყობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ინვესტიციების მოზიდვის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებებზე. ინფორმაცია და ვიდეო მასალა   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი