უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილზე

10 თებერვალი 2021, 20:09 1132 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს გამიჯნული ოფიციალური კიევი. მიხეილ სააკაშვილის გეგმები და მოწოდებები დაუმორჩილებლობის შესახებ მიუღებლად ჯერ საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, დღეს კი საგანგებო განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

მიხელ სააკაშვილის განცხადებას უკრაინა, სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს და უკრაინის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებებისგან.

თავად მიხეილ სააკაშვილმა კი უკრაინის ელჩს მისი განცხადების შემდეგ, „ღრმად კორუმპირებული“ და „საბჭოთა ფუნქციონერი“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის ამბიციური გზავნილები შეფასებების ეპიცენტრშია.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი