მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი

10 თებერვალი 2021, 18:01 832 ნახვა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული სამივე პირი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი  პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ არსებობს ახალი გარემოებები  და გაითვალისწინა ბრალდებულების ქცევა. 

დაცვის მხარე თითქმის ერთი საათზე მეტხანს ცდილობდა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ არ არსებობს ბრალდებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულების განადგურების და ქვეყნის დატოვების საფრთხე და უნდა გამოეყენებინა გირაო პატიმრობის სანაცვლოდ. ადვოკატმა ეჭქვეშ დააყენა  ბრალდებულების დაკავებისა  და მათი ჩხრეკის კანონიერება, თუცა სასამართლომ მტკიცებულებათა უმრავლესობა დასაშვებად ცნო.  დაცვის მხარე ასევე თანახმა იყო, რომ გირაოსთან ერთად სასამართლოს ბრალდებულებისთვის დამატებითი  შეზღუდვები დაეწესებინა.    

როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, ბრალდებულებს  ჰქონდათ უკანონო მიგრანტის  შემოყვანის მცდელობა, რაზეც ცალკე გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება  უკანონო იყო და ის, რაც ხდება არის ფარსი.  28 ნოემბერს შავ ზღვაში დააკავეს სააკაშვილის დაცვის ყოფილი თანამშრომელი და უკრაინის 2 მოქალაქე. გამოძიება მათ საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადმოკვეთას ედავება. სხდომის პარალელურად სასამართლოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი