გუნდაურში კვლავ შემოვლითი გზით სარგებლობენ

10 თებერვალი 2021, 15:28 1189 ნახვა

ქედაში სოფელ გუნდარში 50 ოჯახი კვლავ შემოვლითი გზით სარგებლობს. 10 დღის წინ აქ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა და გზა ჩაიკეტა. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, გზის გაწმენდის შემდეგ მეწყერი ისევ ვითარდება, რაც სამუშაოებს ართულებს. რის გამოც არ იციან როდის აღდგება გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში