აჭარის უმაღლესი საბჭო მაჟორიტარი დეპუტატების ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას გეგმავს. ცვლილების მიხედვით, მცირდება მაჟორიტარი დეპუტატების წარმომადგენელთა რაოდენობა მუნიციპალიტეტებში. მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილება გახდა, რომლის მიხედვითაც 2020-ის არჩევნებზე, რეგიონში 6-ის ნაცვლად 3 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია მოსახლეობამ. დღეს ბიუროს სხდომაზე გაიტანენ დადგენილებას, რომელიც რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში უკვე მიმდინარეობს. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ რამდენიმე საკითხს განიხილავენ. მათ შორის დადგენილების პროექტს - „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ და ასევე დაამტკიცებენ უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებას.