ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საკითხსაც შევეხეთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ბლოგში წერს, სადაც სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე საუბრობს. „ვისაუბრეთ კონფლიქტებზე ჩვენს უახლოეს სამეზობლოში და მე დაჟინებით მოვითხოვე მინსკის შეთანხმების სრული შესრულება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ასევე შევეხეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარებისა და სირიისა და ლიბიის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც რუსეთი და ევროკავშირი უფრო ხშირად ერთმანეთთან წინააღმდეგობაში რჩებიან,“- წერს ჟოზეფ ბორელი. შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთში ვიზიტი 4-6 თებერვალს გამართა.