ბათუმში სოფლად ტურიზმის ფესტივალი “ განდაგანა” გაიხსნა. ევროპის მოედანზე უკვე მივიდნენ მთავრობის ოფიციალური პირები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორია წარმოდგენილი. ევროპის მოედანზე მისულ დამთავლიერებელს საშუალება ექნება დააგემოვნოს აჭარული სამზარულო და გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებს.