შუახევის მერია სამ ახალ სოციალურ პროგრამას ამატებს

06 თებერვალი 2021, 18:05 2193 ნახვა

შუახევის მერია სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით წელს სამ ახალ პროგრამას ახორციელებს. 40 ათასი ლარია გათვალისწინებული ოპერაციებისა და სტაციონალური მომსახურების დაფინანსებისთვის. ფინანსურად დაეხმარებიან შშმ პირებსა და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული ბენეფიციარებს.

ასევე წელს 40 ათასი ლარია გათვალისწინებული ცერებრარული დამბლით დაავადებული ბავშვების  რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების ბავშვთა კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობისთვის. შუახევის მერია სულ 14 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომლის ბიუჯეტიც ჯამში 760 800ლარამდეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი