ხულოს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების გამტანი ავტომობილი გადაეცა. ტექნიკა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ,,სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ მიერ დაფინანსდა.
აქამდე მერიას მსგავსი ტექნიკა არ ყოლია და ნარჩენების გატანას ტენდერის მეშვეობით ახორციელებდა. თვითმმართველობაში განმარტავენ რომ ავტომობილი ნარჩენების გადაზიდვის ხარჯებს 40 პროცენტამდე შეამცირებს. ყოველწლიურად მერია პროგრამისთვის 184ათას ლარს ხარჯავდა.