ბათუმის "დინამო"თურქეთში პირველ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს უკრაინული "ლვოვის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 6 თებერვალს 18:00 საათზე დაიწყება.
"ლვოვი" უკრაინის პრემიერლიგის ბინადარია და ამ დროისთვის 9 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფება.
ბათუმელები ახალი სეზონის მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს თურქეთის ქალაქ ბელეკში ატარებენ. გუნდმა პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, სადაც 3 შეხვედრა გამართა.
"დინამო" თურქეთში 20 თებერვლამდე დარჩება და კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ითამაშებს.