30 მილიონი ევრო საჯარო მმართველობის რეფორმისთვის

28 ოქტომბერი 2016, 00:00 2789 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმისთვის 30 მილიონი ევროთი დაეხმარება, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად ეხმარება საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. პრემიერი დარწმუნებულია, რომ რეფორმა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ეკონომიკური წინსვლის კუთხითაც. მისივე თქმით, ორმხირივი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი