ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მცხოვრები 45 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს. ისინი ავარიული სახლის დემონტაჟს და ახალ საცხოვრებელ ფართში გადასვლას ითხოვენ.
სამი წლის წინ მერიასთან და კერძო მესაკუთრესთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც შპს „რეალმშენმა“ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მოსახლეობას აქვს არაერთი გეოლოგიური დასკვნაც, რომლების მიხედვითაც სახლი გამაგრებას არ ექვემდებარება.