უფუნქციო ან რეაბილიტაციის მოლოდინში მყოფი მედპუნქტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მოსახლეობა პირველადი სამედიცინო დახმარების დაწესებულებების მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს.
ალამბარში მდებარე ახლად რეაბილიტირებული ნაგეგობაში ამორტიზებული სახურავის გამო წვიმის წყალი ჩავიდა, ციხისძირში კი საბჭოთა პერიოდის შენობაში არც ბუნებრივი აირი აქვთ და არც საპირფარეშო.
პრობლემებზე საპასუხოდ ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში 14-ახალი სამედიცინო პუნქტი აშენდება, 13 კი გარემონტდება.