შეხვედრა ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან

05 თებერვალი 2021, 12:07 1046 ნახვა

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.   დისტანციურ შეხვედრაზე  აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე,  უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი