ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში კარანტინის გამოცხადებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მათი განმარტებით ისინი თავს ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ. კარანტინი სოფელში მსხვილფეხა პირუტყვში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევის გამოცხადდა.
60 დღის განმავლობაში იკრძალება ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის გაყიდვა, ასევე საკუთარი ეზოებიდან შინაური ცხოველების გარეთ გაშვება და მსხვილფეხა პირუტყვის საძოვარზე გაშვებაც. შეზღუდვები არ ეხება მოქალაქეების გადაადგილებას.
ჯიხანჯურის გარდა, სამი კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლებში ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო.