მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი - მამუკა მდინარაძე

03 თებერვალი 2021, 16:48 802 ნახვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სახელმწიფოებრივი აზროვნების შემთხვევაში ოპოზიცია დღეს პარლამენტში უნდა იჯდეს და მუშაობდეს“.

მამუკა მდინარაძემ  აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციასთან სასაუბროდ, თუმცა არა ისეთ საკითებზე, რომელიც შეუსრულებელია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი განცადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმძიმესი ვითარება აქვს, რაც შექმნა პანდემიამ. პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი ყველა ქვეყანას მძიმედ აწვება და ამ მდგომარეობაში, კიდევ უფრო დამაზიანებელია ე.წ. ბოიკოტი და რეალურად საბოტაჟი ჩვენი ოპოზიციისა, რაშიც პასუხისმგებლობა ბუნებრივია, მათ ეკისრებათ. ზოგადად, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ჩვენ გვეკისრება, ეს გასაგებია და ამიტომ ვდგამთ ყველა ნაბიჯს და მოვუწოდებთ ყველა პლატფორმიდან, ამიტომ  გუშინ, კიდევ ერთხელ მივიღეთ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და არ შევუწყვიტეთ უფლებამოსილება. შესაბამისად, დავტოვეთ ღია კარი იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ თავიანთი გადაწყვეტილებების არამართებულობა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მზად ვართ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ოღონდ არა ისეთ საკითხებზე, რომელიც არის შეუსრულებელი. ჩვენ ვამბობთ, რომ არ გაყალბებულა არჩევნები და დამოუკიდებელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ამასაც კი თუ არ ითვალისწინებენ, კომისიის ფარგლებში, თავად გამოიძიონ თუ იქ რამე სერიოზული გადაცდომა იყო. ამაზეც არ მოდიან, ანუ ისინი სახელმწიფოებრივად და რაციონალურად არ ფიქრობენ“ - განაცხადა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში