ალექსეი ნავალნის პატიმრობა მიესაჯა

02 თებერვალი 2021, 21:35 1112 ნახვა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერს "ივ როშეს" საქმეზე პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შინაპატიმრობაში გატარებული წლის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნი კოლონიაში 2.8 წელს გაატარებს.

პროკურატურის ცნობით, ალექსეი ნავალნი ვალდებული იყო, თვეში სულ მცირე ორჯერ ინსპექციაში გამოცხადებულიყო, თუმცა აღნიშნული პირობა ნავალნიმ 60-ჯერ დაარღვია.

მედიის ცნობით, ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

ნავალნი რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში