ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლები. შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა მათ 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად. შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.