ბათუმის დინამო VS თელავის თელავი 1-1

01 თებერვალი 2021, 20:01 938 ნახვა

ფრედ 1:1-ით დასრულდა ბათუმის „დინამოსა“ და „თელავის“ შეხვედრა. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორე ნახევრის 74 -ე წუთზე ლაზარე კუპატაძის შეცდომით,  ირაკლი რუხაძემ ისარგებლა და „თელავი“ წინ გაიყვანა,  თუმცა ზუსტად 4 წუთში  წონასწორობა დინამოს ახალმაწვეულმა გიორგი ფანცულაიამ აღადგინა. „დინამო“ ბათუმმა „თელავთან“ შეხვედრამდე კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

შავიზღვისპირელებმა ჯერ  პირველ მატჩში გასული წლის თასის მოქმედ  გამარჯვებულთან „გაგრასთან“ ფრედ 2:2 ითამაშეს, ხოლო მეორე შეხვედრაში გიორგი ჭიაბრიშვილის ლოკომოტივი 2:1 დაამარცხეს. 

ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი კი სტარტს 27 თებერვალს აიღებს. პირველ ტურში  „დინამო“ ბათუმი სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირსპირდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში