ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ლეღვაში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობაა.