ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი დღეს ჰუბეის პროვინციის დაავადებათა კონტროლის ცენტრს მოინახულებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ჯგუფის წევრებმა ჩინეთის ქალაქ უჰანში ზღვის პროდუქტების ბაზარი უკვე მოინახულა. ეს სწორედ ის ბაზარია, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევები პირველად დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობა შეზღუდულია, მათ არ ექნებათ საშუალება ადგილობრივებს გაესაუბრონ. ამის მიზეზად კი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები სახელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მთავარი მიზანი „კოვიდ-19“-ის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზების დადგენაა.