როიტერსის ცნობით, რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში მიმდინარე აქციის დროს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია დააკავეს. ქმრის მხარდამჭერ აქციაზე ის უკვე მეორედ დააკავეს. ქვეყნის მასშტაბით კი 2000-ზე მეტი მომიტინგეა დაკავებული.
რუსეთში ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. მას 28 იანვარს სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ნავალნის პირობითი მსჯავრის დარღვევას ედავებიან.