"ბათუმმა" მოიგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე თბილისის "დინამო" გავიდა

31 იანვარი 2021, 15:22 766 ნახვა

კალათბურთში საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.ბათუმის საკალათბურთო გუნდმა გასვლაზე თბილისის "დინამო" 94:93 დაამარცხა ,თუმცა შემდეგ ეტაპზე თბილისელები გავიდნენ. პირველი მატჩი ბათუმში "დინამოს" 2 ქულიანი სხვაობით ჰქონდა მოგებული.

ორი მატჩის ჯამში კი თბილისელებმა 1 ქულით აჯობეს მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. შეხვედრაში ყველაზე მეტი 39 ქულა ბათუმელების ლეგიონერმა ტომას უაილდერმა ჩააგდო. ამერიკელმა უკანახაზელმა 9 ორქულიანი, 4 სამქულიანი და 9 საჯარიმო ჩააგდო. თბილისის "დინამო" შემდეგ ეტაპზე "ქუთაისსა" და "კავკასიას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში