დაბა ხულოში ინფრასტრუქტურა მოეწყობა

30 იანვარი 2021, 12:25 1546 ნახვა

ხულოს მერია  წელს მამულაძის,  რუსთაველისა და აღმაშენებლის  ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაახლებს. ამ ქუჩებზე   გაფართოვდება გზა, მოეწყობა ბილიკები და სკვერი.

ასევე პროექტის  მიხედვით  დაბაში გამოიყოფა ტერიტორია საპარკინგე და აგრარული ბაზრისთვის. დაბის მოწესრიგების სამუშაოები გასულ წელს დაიწყო. პროექტისთვის წელს მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი