ბათუმში, ანგისის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.