გარეჯის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლება პოლიტიკური მოლაპარაკებების დამსახურება მიაჩნიათ ოპოზიციაში. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად უკვე მეორედ ხვდება ინდივიდუალურ რეჟიმში არჩილ თალაკვაძეს. შესვლამდე ელისაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ კარტოგრაფების გათავისუფლებამ მათსა და "ქართულ ოცნებას" შორის ნდობა კიდევ უფრო გააღრმავა, თუმცა რჩება საკითხები, რომლებზეც შეთანხმებაა საჭირო."ქართული ოცნება" ტყვეებით ვაჭრობს - და აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციაში.