გიგა ფარტენაძის მკვლელობისთვის ბრალდებულს შესაძლოა ამნისტია შეეხოს

29 იანვარი 2021, 12:44 2171 ნახვა

გიგა ფარტენაძის მკვლელი შოთა შანიძე შესაძლოა დროზე ადრე გაათავისუფლონ. პროკურატურამ ოჯახს აცნობა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება და სასჯელის 3 წლით შემცირება იგეგმება. რასაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამბობენ, რომ შოთა შანიძე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულშია მხილებული და ის საზოგადოებისთვის საშიში პირია. უფრო მეტიც ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია ამბობს, რომ შანიძის ოჯახი წლების განმავლობაში პროკურატურის დისკრედიტაციას ახდენდა, თუმცა ბოლო პერიოდში მათ გაურიგდა. კერძოდ კი ხშირადაა შანიძე მძიმე დანაშაულების გამოძიების დროს ოქროს მოწმედ წარმოდგენილი. აქვე ადვოკატი განმარტავს, რომ პროკურატურას ფაქტობრივად საკითხი გადაწყვეტილი აქვს და გიგა ფარტენაძის ოჯახს უბრალოდ ამის შესახებ აცნობეს. დაზარალებულის ოჯახის პოზიციას სავარაუდოდ გადაწვეტილებაზე არ ექნება გავლენა. საბოლოოდ საპროცესო გარიგება სასამართლომ უნდა გააფორმოს, რომლის გადაწყვეტილება გასჩივრებას არ ექვემდებარება. თუკი საბოლოოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება შოთა შანიძე 1 წლის შემდეგ 2022 წელს საპატიმროს დატოვებს. გიგა ფარტენაძე გეგუთის ციხეში 2014 წელს მოკლეს. დანაშაულში კიდევ 2 პირია მხილებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი