საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან შეხვედრისთვის ემზადება

29 იანვარი 2021, 11:45 1056 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის მზადება დაიწყო. ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი  2 თებერვალს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთს დაუპირისპირდება. ამ დროისთვის ჩვენი გუნდი თბილისში არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს. ეროვნული ნაკრების ორი ლეგიონერი - ირაკლი თოდუა და ელისანდრო გუნდს კვირის ბოლოს შეუერთდებიან. პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო, მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ამ დროისთვის ჯგუფში მხოლოდ ერთი შეხვედრაა გამართული. საფრანგეთისა და საქართველოს პირველი მატჩი 2020 წლის, 8 დეკემბერს ჩატარდა და  ფრედ 4:4 დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში