სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები გრძელდება. ქართული მხარე ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა. მიმოიხილეს საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ზოგადი მდგომარეობა და ისაუბრეს უკვე განხორციელებულ და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ცვლილებებზე.