დაცული გარემო, ძლიერი თემები, მდგრადი ბიზნესი აჭარაში- ბათუმი მედეგობის პირველ ფორუმს მასპინძლობს. კლიმატის ცვლილებები, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება, საარსებო პირობების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის კუთხი არსებული ვითარება - ეს ის თემებია, რომელზეც შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ. საუბარი შეეხება ასევე ამ სფეროებში არსებულ გამოწვევებს და გამოცდილების გაზიარების გზებს. დღესვე ორგანიზატორები კონკრეტულ რეკომენდაციებსაც მოისმენენ.