"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი თავისუფლები არიან. მათ ახლა 30 დღის განმავლობაში შეფარდებული გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.
პროკურატურა 30 ათასი ლარის მოცულობის ჯარიმას ითხოვდა, სასამართლომ 20-20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მათ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აეკრძალათ ქვეყნის დატოვებაც.