კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება. იგი 11-22 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობა მესამე საყოველთაო კარანტინის დაწესების საკითხს განიხილავს, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.