საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო. მუჰამედ ჯავად ზარიფი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ირანელი დიპლომატი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.