პოლიციამ „ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

28 იანვარი 2021, 11:41 849 ნახვა

"ნიკორას" თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი  ადამიანი დააკავა. განზრახ მკვლელობის მცდელობა ბრალად 22 წლის კაცს ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2 დღის წინ დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ "ნიკორასთან", ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში