“აფხაზური, ქართულთან ერთად არის კონსტიტუციური ენა. საქართველოს აქვს აფხაზური ენის დაცვის და განვითარების ვალდებულება,” - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.